სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბრიფინგს გამართავს

დღეს 18:00 საათზე სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბრიფინგს გამართავს.

ბრიფინგზე ნინო ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრებს.

ცნობისთვის, დღეს ლონდა თოლორაიამ ხელისუფლების გეგმაზე, გააუქმოს ინსპექტორის სამსახური,ბრიფინგი გამართა. ის ამბობს, რომ უწყების გაუქმების შესახებ “ოცნების” ინიციატივა მანაც მედიის საშუალებით გაიგო, მაშინ, როდესაც დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა – რატომღაც ჩაითვალა ეტყობა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში ვერ შევძლებდი სამსახურის და თანამშრომლების დაცვას. – განაცხადა თოლორაიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ბუნებრივი იქნებოდა, ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი ლონდა თოლორაიას ხვდება