გიორგი მარგველაშვილი: ბუნებრივი იქნებოდა, ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა შიდა დაპირისპირების ტემპერატურის დასაწევად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერია. ამ თემაზე მან მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბუნებრივი იქნებოდა შემდეგი შეხვედრა სამივე პრეზიდენტის მონაწილეობით შედგეს.

გიორგი მარგველაშვილს სავსებით შესაძლებლად მიაჩნია, სამი პრეზიდენტის შეხვედრა.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, ორივემ და გამოვხატეთ მზაობა და გამოვახატეთ მოწონება იმისა, რომ ბუნებრივად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ახალი გამოწვევების მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი და ამ სამი პრეზიდენტის ფორმატმა, ყველა თავისი განსხვავებულობის მიუხედავად, რა დამოკიდებულება გვაქვს სამივეს ერთმანეთის მიმართ, ქართველ ხალს, საზოგადოებას გაუგზავნოს გზავნილი, რომ საერთო დაპირისპირების და საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით და დღესაც ვიქნებით გაერთიანებული მიუხედავად იმისა, რომ შევინარჩუნებთ განსხვავებულობებს და შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკურ პრეფერენციებს”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“გულუბრყვილო მოლოდინი და ილუზიები არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ სამოქალაქო თანხმობას შანსი უნდა ჰქონდეს”
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბრიფინგს გამართავს