“საია” პროკურატურის ჩართვას ითხოვს – ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ გელათის საქმეს შესაბამისი ორგანო არ იძიებს

კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შესახებ საქმეს იძიებს ის საგამოძიებო ორგანო, რომელსაც ფინანსური დანაშაულების გამოძიების გამოცდილება აქვს და არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებასთან დაკავშირებით შესაბამისი გამოცდილება – ნათქვამია “საიას” განცხადებაში, რომლითაც ორგანიზაცია გელათის სამონასტრო კომლექსში დარღვევებით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება.

საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, რომ სისხლის სამართლის საქმე კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, გამოსაძიებლად დაექვემდებაროს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს;

გამოძიების მიმდინარეობისას, კვალიფიკაციის ნაწილში დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი (სამსახურებრივი გულგრილობა);

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა მიმდინარე შედეგების შესახებ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო
შემდეგი სტატიაკელი დეგნანის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანია