კელი დეგნანის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანია

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიუკერძოებლად გაგრძელდეს.

„აშკარაა, რომ უკვე არსებობს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა, რაც ბოლო რამდენიმე არჩევნებზე ვნახეთ. მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს წევრების, განსაკუთრებით კი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი ძალიან გამჭვირვალე, სამართლიანია. იმედი გვაქვს, ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს პროცესში მონაწილეობას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ წვლილი შეიტანონ ამ კანდიდატების შერჩევაში. ეს იქნება ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს სიჩქარე და პროცესი მიუკერძოებელი, სამართლიანი, გამჭვირვალე იყოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაში“საია” პროკურატურის ჩართვას ითხოვს – ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ გელათის საქმეს შესაბამისი ორგანო არ იძიებს
შემდეგი სტატიადეგნანი: სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებული საკითხის დაჩქარების შესახებ ჩვენ მკაფიო განცხადება გავაკეთეთ