საია-მ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში წარადგინა.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე და ორი პროფესიული წევრი ახალი წესებით და პროცედურით შეირჩნენ. მათივე ცნობით, საია მონაწილეობას იღებდა საკონკურსო საქმიანობაში, თუმცა ორგანიზაციამ თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან ხმა არც ერთ მათგანს არ მისცა, პროფესიული წევრებიდან კი სამს გამოუცხადა მხარდაჭერა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა პოლიტიკური დაძაბულობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის ანგარიშში ასევე საუბარია მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების, ასევე მათი მხრიდან ოპოზიციური აზრისთვის საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებაზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საჯარო რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება დაფიქსირდა მთავრობის ინიციატივაში სასესხო ვალდებულებების სუბსიდირების შესახებ, აგრეთვე სახელისუფლო ოფიციალურ ფეისბუქგვერდებზე მმართველი პარტიის მხარდამჭერ პოსტებში.

მისივე თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების საქმე ეხება გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების ხელმძღვანელის მოადგილის, ოლეგ ხუბულურის დისციპლინური წარმოების შედეგად სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის შეფასებით, კანონშეუსაბამოა და ოპოზიციური აზრის გამოხატვას უკავშირდება.

ანგარიში მოიცავს პირველი მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.

banner
წინა სტატიაშიოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 210 746​ აცრაა ჩატარებული
შემდეგი სტატიასაგარეო – ეკონომიკაში დადებითი ტენდენციების გამო, ასევე საგარეო ვალის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად არ ჩაითვალა ამ ეტაპისთვის ევროკავშირიდან სესხის აღება