ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 210 746​ აცრაა ჩატარებული

პირველი სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 210 746 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 31 აგვისტოს აიცრა 26 201 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 802 083 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 408 663.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 3 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 103 პაციენტი. გარდაიცვალა 74 ინფიცირებული.

banner
წინა სტატიაშიISFED-ის ანგარიში – ქვეყანაში მედიაგარემო პოლარიზებული რჩება, გამოვლინდა ჟურნალისტთა მიერ ტელევიზიიდან წასვლის ფაქტები
შემდეგი სტატიასაია-მ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში წარადგინა