საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 19, 2016 21:37

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

nato

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ
ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტით და თანაუგრძნობს გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას
ოჯახს და ახლობლებს. ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში
არსებულ საგანგაშო ვითარებას და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა
ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ფაქტიური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.
აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის
რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.
მომხდართან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან
და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება. ასევე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის
მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუა და რუსეთის
ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს შორის.
ქართული მხარე გამოიყენებს არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს
შესაბამისი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები
წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე-აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 19, 2016 21:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics