“სასამართლო და სახელმწიფო სტრუქტურები პოლიტიკური დევნის გაპრავებისთვის გაერთიანდნენ”

სასამართლო და სახელმწიფო სტრუქტურები 5 უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ გაერთიანდნენ-ეს განცხადება, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. ჩიქოვანი, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, დღეს მთავარი პროკურორის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ირაკლი შოთაძემ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თავისუფალი დემოკრატები, საქმის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა.

„დღეს პრაქტიკულად მთელი სახელმწიფო სტრუქტურა და სასამართლო სტრუქტურა გაერთიანდა ამ ხუთი უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ, ოღონდ რამენაირად გააპრავონ ის პოლიტიკური დევნა, რომელიც მიმდინარეობს ირაკლი ალასანიას და თავისუფალი დემოკრატების წინააღმდეგ,“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს