საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო

news
ავტ.: news სექტემბერი 5, 2016 20:18

საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო.

სხვა სტატიები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საქართველო-ისრაელის ისტორიულ მეგობრობას და მიმოიხილეს ეკონომიკის, კულტურისა და სხვა სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის არსებული პოტენციალი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, შაბთაი ცურთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები. აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების კარგ დინამიკასა და მათი შემდგომი გაგრძელების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სექტორული თანამშრომლობის ინტენსიურობას, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი ისეთ სფეროებში როგორც არის ეკონომიკა, კულტურა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა.

საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.

news
ავტ.: news სექტემბერი 5, 2016 20:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics