რუსთავში ღამის კლუბის დახურვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

რუსთავში, ლეონიძე, მესხიშვილისა და მე-12 მიკრო რაიონების კვეთაზე ნახევარი საათის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებული იყო.
მესხიშვილის ქუჩის მოსახლეობამ აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბის დახურვის მოთხოვნით აქცია გამართა და გზა გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მოსახლეობასთან მოლაპარაკების გზით ცდილობდნენ გზის გახსნას.
აქციის მონაწილეების განცხადებით, კარაოკე ბარ ,,Diversity”- ში სტრიპტიზ-კლუბი ფუნქციონირებს და მოსახლეობას ხმაური აწუხებს, ბარიდან გამოსულ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის ღამით ხშირად ხდება კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის.

აქციის მონაწილეები ბარის დახურვას კატეგორიულად მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გამართავენ და ცენტრალურ გზას კვლავ გადაკეტავენ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო
შემდეგი სტატიასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიასთან ანგარიშით 0:2-ს აგებს