სადარდებელი ისევ ჩვენი ქვეყანაა,რომელსაც ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჰყავს წერა-კითხვის უცოდინარი ხელისუფლება

“ჩვენს გარშემო დაძაბული ვითარებაა,მაგრამ ცოტა ზედმეტია პანიკა ომის გარდაუვალ დაწყებაზე.ომს როგორც წესი იწყებენ შედარებით თანაბარი სიძლიერის პოლუსები რათა გაარკვიონ საბოლოოდ ვის ეკუთვნის ბურთი და მოედანი.ირანი ამერიკას ერთ ყლუპად არ ეყოფა შესაბამისად ის ვერ გაბედავს მსოფლიო ლიდერზე თავდასხმას ანუ თვითმკვლელობას. წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე წუთში გამოვა მწყობრიდან მთელი ირანული სამხედრო ინფრასტრუქტურა ბუშერის ატომური სადგურის ჩათვლით.კონფლიქტში გარდაუვალი მარცხი გამოიწვევს არსებული აიათოლათა რეჟიმის დამხობას,თუ ამას არ მოჰყვა ბელუჯების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება და 30 მილიონი ირანელი აზერის აზერბაიჯანთან შეერთება,რა გეგმებიც კაი ხანია სადაც ჯერ არს არსებობს.რაც შეეხება ირანის ვითომ მოკავშირეებს, თურქეთს ის ნატოს წევრი და ეკონომიკურად სრულიად მანჰეტენზეა დამოკიდებული,თავი რომ დავანებოთ ირანულ შიიზმთან დაპირისპირებულ სუნიზმს, ხოლო რუსეთი ტრადიციულად თხასავით გაყიდის თეირანს და შეეცდება ამ ტრაგედიის ფონზე საოცნებო ინდოეთის ოკეანეს მიუახლოვდეს.იმედს ვიტოვებთ რომ საღი აზრი და პრაგმატიზმი გაიმარჯვებს. სადარდებელი ისევ ჩვენი ქვეყანაა,რომელსაც ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში,რაც სხვათა შორის ახალი შესაძლებლობაცაა,ყავს წერა-კითხვის უცოდინარი,ვაჭრუკანა და მოღალატე ხელისუფლება,”-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავეს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: მიზანში ამოვიღეთ 52 ირანული ობიექტი