დონალდ ტრამპი: მიზანში ამოვიღეთ 52 ირანული ობიექტი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფეისბუკზე, ირანის ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა. დონალდ ტრამპის თქმით, ირანის მხრიდან ნებისმიერი შეტევის შემთხვევაში აშშ-მა მიზანში ამოიღო ირანისთვის მნიშვნელოვანი 52 ობიექტი, რომელიც სწრაფად განადგურდება.

დონალდ ტრამპის თქმით, ირანში ძალიან თამამად საუბრობენ, რომ მიზანში ცალკეული ამერიკული ობიექტები ამოიღეს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანელები შეტევას სოლეიმანის ლიკვიდაციაზე შესაძლო პასუხად განიხილავენ. ამავდროულად ტრამპი ამბობს, რომ ირანის ოფიციალური პირები არ საუბრობენ ყასემ სოლეიმანის მსხვერპლებზე, მათ შორის ასობით ირანელ დემონსტრანტზე.

განცხადებაში ტრამპმა, პირადად დაადანაშაულა ყასემ სოლეიმანი აშშ-ის საელჩოზე განხორციელებულ შეტევაში და მას ტერორისტი უწოდა. “დაე ეს იყოს გაფრთხილება ირანისთვის. ამერიკელებზე ან აშშ-ის საკუთრებაზე ირანიდან განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში ჩვენ მიზანში ამოვიღეთ 52 ირანული ობიექტი, რომლებიც ირანული კულტურისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ამ სამიზნეებზე და უშუალოდ ირანზე ძალიან სწრაფი და ძალიან ძლიერი დარტყმები განხორციელდება. აშშ-ის აღარ სურს მუქარები”, — ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისადარდებელი ისევ ჩვენი ქვეყანაა,რომელსაც ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჰყავს წერა-კითხვის უცოდინარი ხელისუფლება
შემდეგი სტატიაქუთაისი შობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება