თამარ კორძაია: სად არსებობდნენ და დღეს სად არ მუშაობენ ეს ადამიანები

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ე.წ. ოდეერების საკითხის განსახილველად დახურული სხდომა უნდა ჩატარდეს.პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომაზე, უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, კორძაიამ ე.წ. ოდერეებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

მისი თქმით, როდესაც „უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის მიღება მოხდა, დეპუტატები ინფორმაციას ითხოვდნენ, შსს-ში რამდენი ასეთი ოფიცერი მუშაობდა.

„ეს რაოდენობა არ მოგვეცით, დათვლილი არ გქონდათ. თქვენ დღეს ამბობთ, რომ თსუ-ში იყო და მერე აღარ იყო. ეს ინფორმაცია თუ ღიაა, ჩვენ მინიმუმ საჯარო ჩამონათვალი უნდა გვქონდეს, სად არსებობდნენ და დღეს სად არ მუშაობენ ეს ადამიანები. იმის იმედი და ხედვა უნდა გვქონდეს, რომ ვიღაც ბოროტად არ სარგებლობს და იმ განცდას არ ქმნის, რომ ეს ქვეყანა პოლიციური სახელმწიფოა.

ის გარემოება უნდა დასრულდეს, რაც დღეს არის და განცდა, რომ დაწესებულებებში, რომლებიც მაღალი რისკის ობიექტებს არ წარმოადგენენ, ე.წ. უსაფრთხოების ოფიცრები ისევ არსებობენ. ეს სწორედ თქვენს მიერ წარმოდგენილი ანგარიშებით უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კორძაიამ.

დეპუტატის შეფასებით, მისთვის გაურკვეველი დარჩა, უსაფრთხოების სამსახური რუსეთთან მიმართებაში რაიმე ფორმით საქმიანობს თუ არა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) აფეთქება გერმანიის საზღვართან
შემდეგი სტატია“კავკასუს ონლაინის” აქტივებს კომპანია “მაგთიკომი” იყიდის