საბურთალოს რაიონში სხვადასხვა სახის 55 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

55 ინფრასტრუქტურული პროექტი

საბურთალოს რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობისპროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 55 პროექტი მიმდინარეობს,რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 615 504 ლარია გამოყოფილი.სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები 9 მისამართზე ხორციელდება.კედლები და ჭერი გაილესება და შეიღებება.

სადარბაზოს რემონტი ხუთმისამართზე უკვე დასრულდა. 21 ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაციამიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ლიფტების კაბინები, ბაგირი დაელექტროძრავა განახლდება. 17 ლიფტი კი, უკვე შეკეთდა. წყალარინების ქსელირეაბილიტირდება 7 მისამართზე, შეიცვლება მილები და ჭები. ოთხ მისამართზედასრულდა სამუშაოები. სახურავის შეკეთება ცხრა მისამართზე მიმდინარეობს. 5მისამართზე ქანობიანი, ხოლო -2 მისამართზე ბრტყელი სახურავი რეაბილიტირდა.აგრეთვე, მოწესრიგდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გამგეობისმიერ სამუშაოები 100%-ით ფინანსდება. პროექტების ღირებულების 5% ან 10%-ისოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე თავსდება, რომელსაც შემდგომამხანაგობა საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს.

banner
წინა სტატიაშიბილ და მელინდა გეიტსები 27 წლის ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ
შემდეგი სტატიასაქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდს მასპინძლობს