ბილ და მელინდა გეიტსები 27 წლის ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ

“მაიკროსოფტის” დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა და ფილანტროფმა მელინდამ ორშაბათს განაცხადეს, რომ 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს ეყრებიან-ამის შესახებ squidapplication-ი წერს. “ტვიტერზე” გაკეთებულ განცხადებაში ბილმა და მელინდამ დაწერეს, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას ფონდებში, სადაც ადრე მუშაობდნენ.

წყვილის საერთო ქონება 130 მილიარდ დოლარს შეადგეს.

“27 წელი ჩვენ სამ არაჩვეულებრივ შვილს ვზრდიდით და შევქმენით ფონდი, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ ხალხს მეტი წვდომა ქონდეს ჯანდაცვაზე, სიცოცხლეზე… ჩვენ განვაგრძობთ ფონდში ერთობლივ მუშაობას, მაგრამ როგორც წყვილი, ჩვენი სიცოხლის შემდეგ საფეხურებზე ჩვენ ერთად არ ვიქნებით” – წერია ოფიციალურ განცახდებაში.

ბილ გეიტსი 65 წლისაა, მელინდა კი – 57-ის. მათ ერთმანეთი 1987 წელს “მაიკროსოფტში” გაიცნეს და 1994 წელს იქორწინეს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში “ოქტობერფესტი” ზედიზედ მეორედ გადადეს
შემდეგი სტატიასაბურთალოს რაიონში სხვადასხვა სახის 55 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს