სააპელაციო სასამართლო სპეცოპერაციისას დაკავებულის საქმეს განიხილავს

სააპელაციო სასამართლოში დღეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა. პირველმა ინსტანციამ დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოში საჩივარი უკვე შეტანილია. ჯერ უცნობია საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება, თუ პროცესს მხარეებიც დაესწრებიან.

სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი დღეს ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურის განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიალეოგრანდში დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ