“სააკაშვილის გაუგებარი განცხადებები, რაც ადამიანებში მძაფრ ემოციებს იწვევს”

„მიშამ დაიწყო სინგაპურის მოდელით,ესენისაჩხერის მოდელზე გადავიდნენ…შუაში შეკვეთილი მაინც გაევლოთ, იქ აუზი მაინცაა თანამედროვე და საკონცერტო დარბაზი“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე „ოცნების“ ლიდერების წინასაარჩევნო შეხვედრებს და მათ არა მარტო პოლიტიკურ გემოვნებას უწუნებს.

„ის,რომ ვიღაც საჩხერეში სახურავებს გადახურავს და მერე უნდა, რომ ეს მოდელი მთელ ქვეყანას მოარგოს, იმ მთავრობის საქმეც დამთავრებულია და პოლიტიკური გუნდისაც.

კარგი მოდელი მაშინ არის,როდესაც ადამიანებს ისეთი შემოსავალი აქვთ, მათ დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე შეუძლიათ წარმართონ ოჯახიც და ქვეყანა.სწორედ ეკონომიკა გახდა ის გამოწვევაა ამ ხელისუფლებისთვის, რომლის გასაღებსაც ვერ პოულობენ, მაგრამ თურნავებით, მაჭავარიანებით, გახარიებით ვერც ვერასოდეს მოაგვარებენ ქვეყნის პრობლემებს.

ამას ემატება სააკაშვილის გაუგებარი განცხადებები, რაც ადამიანებში მძაფრ ემოციებს იწვევს; მერაბიშვილის გავლენებიც საკმაოდ იგრძნობა მთელ რიგ საარჩევნო ოლქებში.მოკლედ, სანამ რუხი კარდინალობა არ დასრულდება ამ ქვეყანაში, სანამ ადამიანებს არ ეცოდინებათ ვინ ღებულობს ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას და ვის ესაუბრებიან, არაფერი არასოდეს არ დალაგდება.და რაც ასევე უმთავრესია, ამ ქვეყანაში მევახშურ-ბანკური მოდელი უნდა დასრულდეს, ადამიანების ვალებისგან უნდა გათავისუფლდნენ!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშიგურიაში რვა პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი 65 წლამდე იყო, ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და დიაბეტი