გურიაში რვა პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

იმ მასწავლებლებისთვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, რომლებსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვთ, „კოვიდ-19“ რვას დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განცხადებით, შვიდი გურიაში, ერთი კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

„2-11 სექტემბერს ტესტირების დღიური მაჩვენებელი გვქონდა 8 600, ხოლო 12-21 სექტემბერს ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 9 874. ბოლო ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 7 763. მოგეხსენებათ, დავიწყეთ იმ პედაგოგების ტესტირება, ვისაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. 2 237 ასეთი მასწავლებელი ექვემდებარებოდა გამოკვლევას. მათ 71 პროცენტს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთა შორის კორონავირუსული ინფექცია რვა პედაგოგს დაუდასტურდა, მათ შორის შვიდი გურიაში და ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – გავაძლიერეთ აჭარის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვა
შემდეგი სტატია“სააკაშვილის გაუგებარი განცხადებები, რაც ადამიანებში მძაფრ ემოციებს იწვევს”