სააკაშვილი: როცა ბალცეროვიჩი საქართველოში მუშაობდა, ის ამართლებდა და ხელს აფარებდა კორუფციას

უკრაინაში რეფორმების მხარდამჭერი სტრატეგიული ჯგუფის მრჩეველი, ლეშეკ ბალცეროვიჩი კორუმპირებული რეჟიმების დაქირავებული გამთეთრებელია – ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა “შუსტერ ლაივის” ეთერში განაცხადა – “112 უკრაინა” წერს.
“ბალცეროვიჩს მე პირადად ვიცნობ. როცა ედუარდ შევარდნაძის მთავრობა კორუფციაში იხრჩობოდა, როცა ყველაფერი გავდა იმას, რაც ახლა ხდება უკრაინაში, მაშინ, ამერიკელებმა ბალცეროვიჩი ძალიან დიდ ფულად დაიქირავეს, რომ ის მოსულიყო და შევარდნაძისთვის რჩევები მიეცა. ის ჩამოვიდა და ყველანაირად ამართლებდა კორუფციას, რომელიც მაშინ საქართველოში იყო. მაშინ მან ჩვენ არ დაგვიჭირა მხარი, ჩვენ, ახალგაზრდა რეფორმატორებს, რომლებიც ყველანაირად ვცდილობდით რაღაცის შეცვლას. ის კორუმპირებული რეჟიმების დაქირავებული გამთეთრებელია” – განაცხადა სააკაშვილა.
მან ასევე უპასუხა ბალცეროვიჩს, რომელმაც სააკაშვილზე თქვა, რომ მთავრობის კრიტიკა სააკაშვილის მხრიდან მას საბჭოთა დროის პრაქტიკას აგონებს.
“საბჭოთა დროს რა, მთავრობებს აკრიტიკებდნენ? ჩემს მეგობარს რაღაც არასწორად ახსოვს” – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.

banner
წინა სტატიაშივანს განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება
შემდეგი სტატიაკრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი დავით ნატრიაშვილი დაინიშნა