სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერილია და ჩვენი ვალდებულება იყო დაბრუნებულიყო პენიტენციურ სამსახურში – ბრეგაძე

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერილია და ჩვენი ვალდებულება იყო დაბრუნებულიყო პენიტენციურ სამსახურში – აცხადებს იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე:

“ვრცელდება ძალიან ბევრი და სხვადასხვა სახის ინფორმაცია, თუმცა ბუნებრივია ამ სპეკულაციაზე მე ვერ ვისაუბრებ და შეუძლია ისაუბრონ შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა. როგორც უკვე მოგახსენეთ, მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, იგი იყო გაწერილი საავადმყოფოდან და ბუნებრივია პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ როცა დასრულებულია მკურნალობა და იგი გაწერილია შესაბამისი ჰოსპიტლიდან” – განაცხადა ბრეგაძემ და ისევ დაიმუქრა, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, გლდანის ციხის დაწესებულებაში მოათავსებენ:

“თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთლეობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე ჩვეულებრივად ყველა პატიმარი და ამ შემთხვევაში ისიც იქნება გადაყვანილი მე-18 დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში” ამბობს ბრეგაძე.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – პოლარიზაცია სერიოზულად მოქმედებს პანდემიის მართვაზე
შემდეგი სტატიაზალკალიანი – ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მჭიდრო კავშირი შევინარჩუნოთ ქვეყნიდან გასულ მოქალაქეებთან