სააკაშვილი დეპორტაციის მიზნით დააკავეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, სააკაშვილი დეპორტაციის მიზნით დააკავეს. მისივე თქმით, უცნობია კონკრეტულად ვინ გაიტაცა სააკაშვილი, ვინაიდან ამ ადამიანებს საბუთები არ წარუდგენიათ.
„ეს მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობას ქვეყნიდან მისი უკანონოდ დეპორტირება სურს. გვაქვს ორი ავტობუსის ფოტო, რომლებიც იმ რესტორანთან მოვიდნენ, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. ყველაფერი ეს ქვეყნიდან სააკაშვილის უკანონო დეპორტირების სურვილზე მეტყველებს.
ახლა მთავარია იმის გარკვევა, თუ ვინ გაიტაცა სააკაშვილი და რის საფუძველზე მოხდა ეს“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობა წარმართოს
შემდეგი სტატიადაკავებული მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია პოლონეთში მოხდება