სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას აპირებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას აპირებს.

როგორც უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ისინი საბოლოო გამარჯვებისთვის ემზადებიან, რადგან წელს ქვეყანა ან საბოლოოდ დაიღუპება, ან გაიმარჯვებს.

“მე არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ, ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ადგილების გაყოფის დრო ახლა არ არის და არც მომავალში დადგება. ვისაც გვინდა, რომ ჩვენს ხალხს დავეხმაროთ, ყველანი უნდა დავდგეთ ერთად. მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის ყველაზე წინა ხაზზე.

წელს გადაწყდება სწორედ, სამუდამოდ, მთელი დარჩენილი ცხოვრება, ვიქნებით თუ არა მონები ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ თავისუფალი ქვეყნის ამაყი, წელში გამართული მოქალაქეები ვიქნებით. წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა, ან ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს. ამიტომ ჩვენც, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის ”, – განაცხდა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ელოდებიან პოლიტიკურ ცვლილებებს საქართველოში, რომ ქვეყანა რეალურად დაბრუნდეს დასავლურ ორბიტაზე
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს