აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ყველა მოქალაქის თანასწორობას განურჩევლად მათი მრწამსისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ჯანდაცვის ან სხვების უფლებების გათვალისწინებით და განსაზღვრავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშშია საუბარი, რომელიც საქართველოში 2019 წელს რელიგიის თავისუფლებას შეეხება.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუცია ცნობს საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის „გამორჩეულ როლს“ ქვეყნის ისტორიაში.

„კონსტიტუცია ცნობს საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის „გამორჩეულ როლს“ ქვეყნის ისტორიაში. ის კრძალავს რელიგიური ნიშნით დევნას. კანონები და პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კვლავ უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ნახსენებია „წარმოშობით ებრაელი და იეზიდი უფლებადამცველი აქტივისტის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე.

„27 ივნისს, სასამართლომ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ორ მამაკაცს, რომლებიც 2018 წელს, წარმოშობით ებრაელი და იეზიდი უფლებადამცველი აქტივისტის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს, თუმცა სასამართლომ მომხდარი სიძულვილის დანაშაულად არ ცნო. ამასთან, საერთაშორიო დამკვირვებლები და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ საფაროვზე თავდამსხმელები აგრესიას აგძელებდნენ და რასისტულ ეპითეტებს იყენებდნენ, მას შემდეგ, რაც საფაროვმა მათ უთხრა, რომ ის ებრაელია. მოწმეების განცხადებით და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინტერნეტში მოპოვებული მასალების მიხედვით, ეს ადამიანები ნეო-ნაცისტური ჯგუფების წევრები იყვნენ და ულტრანცაიონალისტურ იდეებს უჭერდნენ მხარს“ – ნათქვამია ანგარიშში,

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს საქართველოს მთავრობამ ერთი რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ხოლო ექვსი უარყო.

„დაკმაყოფილდა „საქართველოს ქრისტიანული ევანგელისტურ-პროტესტანტული და ლუთერანული ეკლესიის – ბიბლიური თავისუფლება“ რეგისტრაციის მოთხოვნა. უარი ეთქვა ექვს სხვა ჯგუფს. ამის მოტივად დასახელდა, რომ მათ არ აქვთ ისტორიული კავშირი საქართველოსთან ან არ არიან აღიარებულები რელიგიად ევროსაბჭოს ქვეყნების მიერ“, -ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების უმრავლესობაში არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამლოცველოები, მაგრამ არა სხვა დენომინაციებისთვის.

დოკუმენტში ასევე ნახსენებია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სასმართლოს დადგენილებით უნდა შესულიყო ძალაში. საუბარია ცვლილებებში იმ კანონში, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ საგადასახადო და ქონებრივი პრივილეგიები აქვს მინიჭებული.

„პარლამენტში ამ ცვლილებების განხილვას ესწრებოდნენ სამოქალქო საზოგადოებისა და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი მოითხოვდა ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც რელიგიური საკითხების უფრო ფართო სპექტრს ეხება. მათ შორის იყვენენ იუდეველები და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები. ისინი ითხოვდნენ, რომ კანონით განსაზღვრულიყო, თუ რომელი რელიგიური ჯგუფები ისარგებლებენ ამა თუ იმ შეღავათით, ასევე გადაწყვეტილიყო რეგისტრაციასთან და რელიგიური ჯგუფების სამართლებრივ სტატუსთან და ასევე, სკოლებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, სხვები, მათ შორის მუსლიმები, კათოლიკეები და ევანგელისტი ბაპტისტები გამოთქვამდნენ შეშფოთებას ამგვარი კანონის მიღების შესაძლებლობის გამო და ამბობდნენ, რომ კანონს პოტენციურად შეუძლია პატარა ჯგუფებზე მთავრობის ზეგავლენის გაზრდა მოჰყვეს. ისინი ითხოვდნენ, რომ შეღავათებით ესარგებლა ყველა რელიგიურ ჯგუფს ან არცერთს“, – წერია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი მუსლიმი ლიდერი ამბობდა, რომ მთავრობა აგრძელებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რელიგიური ჯგუფის „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოზე“ ზეგავლენას და მის მხარდაჭერას.

„მათ შორის ისინი საუბრობენ, მთავრობის მხრიდან „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ლიდერის შერჩევის პროცესზე ზეგავლენის მოხდენასა და მიწების შერჩევით გადაცემაზე. ეს ჯგუფები აცხადებდნენ, რომ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ არის „საბჭოთა სტილის“ ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ჯგუფების მონიტორინგისა და კონტროლის ინსტრუმენტს. 25 დეკემბერს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ახალი ხელმძღვანელის არჩევის შემდეგ, რამდენიმე თანამშრომელმა ორგანიზაცია დატოვა და განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არასათანადოდ ერეოდა პროცესში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019 წელს რელიგიური ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვები ამბობდნენ, რომ მუსლიმები აწყდებოდნენ მთავრობის წინააღმდეგობას, როდესაც საქმე ეხებოდა სალოცავი ადგილების მშენებლობის ნებართვას. ამ შემთხვევაში ანგარიშში ნახსენებია ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხი.

„ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ყველა მოქალაქისადმი თანაბარ მიდგომას ითვალისწინებს, ხშირად მუნიციპალიტეტები რელიგიური უმცირესოებების დისკრიმინაციას ეწევიან“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია და მუსლიმთა ზოგიერთი ჯგუფები იუწყებოდა, რომ სირთულეს წააწყდნენ, როდესაც მთავრობისგან მათი კუთვნილი რელიგიური ქონების ფლობის აღიარებას ითხოვდნენ.

„სომეხთა სამოციქულო ეკლესია აცხადებს, რომ ის საქართველოში 57 ეკლესიას იყენებს, თუმცა არც ერთ მათგანს არ ფლობს. რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, საკითხი უკავშირდება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაკლებობას, თუმცა სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომუნიკაცია აქვთ სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან და მომავალში თანამშრომლობის ნება გამოხატეს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე საუბარია, სახელმწიფო სკოლებში რელიგიის სწავლაზე. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ საჯარო სკოლებში საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს უპირატესობა ენიჭება.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონით სკოლების გამოყენება დაუშვებელია ინდოქტრინაცია, სხვა სარწმუნოებაზე მოქცევა და ძალადობრივი ასილიმილაცია, კონკორდატით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო სკოლებში რელიგიის სწავლების უფლება აქვს. კანონში ნათქვამია, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ, რელიგიის სწავლა და რელიგიური რიტუალების ჩატარება სკოლებში საკუთარი ნება-სურვილით, მაგრამ მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ. გარეშე პირებს, მათ შორს ნებისმიერი აღმსარებლობის სასულიერო პირებს შეუძლიათ მოსწავლეების სასწავლო აქტივობებს დაესწრონ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მოწაფეების იწვევენ. სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები არ უნდა იყვენენ ჩართულები ამ პროცესში“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის ვრცელი ნაწილი ეთმობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა კვლავ ვერ აკონტროლებს, დე ფაქტო მთავრობა აგრძელებს ზოგიერთი რელიგიური ჯგუფების აქტივობის შეზღუდვას ან აკრძალვას.

„სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ დაუშვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური მსახურება, თუცა ამავე დროს განაცხადა, რომ ეს უკანონოა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებიან, რომ რუსი სამხედროები ხელს უშლიან და აბრკოლებენ მოსახლების მისვლას ზოგიერთ ეკლესიასა და სასაფლაოზე. დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ აკრძალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურების შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ორივე ოკუპირებული ტერიტორიის დე ფაქტო მმართველები კრძალავენ იეჰოვას მოწმეებს. აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ ზეწოლა მოახდინა მართლმადიდებელ ეკლესიებზე, რათა ისინი გაერთიანებულიყვნენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხევდით, ზოგიერთმა რელიგიური პირი აფზახეთში აგრძელებდა ამ ტერიტორიაზე ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების ინიციტივით გამოსვლას ან რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთების წინადადებას აყენებდა.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებენ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე ეკლესიები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიეკუთვნებიან, თუმცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მათ პრაქტიკას ყოველთვის პატივისცემით არ ეკიდება“, – წერია ანგარიშში.

ამასთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნათქვამია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წელს გამოიძია 44 შემთხვევა, როდესაც​ დანაშაულის რელიგიური მოტივზე იუწყებოდნენ.

„მათ შორის იყო რელიგიური რიტუალის ჩატარებაში უკანონოდ ჩარევის 10 შემთხვევა. დევნის 10 შემთხვევა, და რვა შემთხვევა, როდესაც საქმე ეხებოდა ქონების დაზიანებას ან განადგურებას. სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 19 საჩივარი, რომლებიც რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს ან დისკრიმინაციას ეხებოდა. მათგან 10 დაკავშირებულია ძალადობასთან. 2018 წელს ანალოგიური შემთხვევების რაოდენობა ასევე, 19 იყო. იეჰოვას მოწმეებმა განაცხადეს, მათ წინააღმდეგ მიმართული 20 ინციდენტის შესახებ, საიდანაც 11 შემთხვევაში ძალადობაზე იყო საუბარი“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში და რელიგიური უმცირესობები კვლავ ამტკიცებენ, რომ საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიისთვის და ქვეყნის ღირებულებებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

„უცნობმა პირებმა ორჯერ დააზიანეს სომხეთის სამოციქულო ეკლესიისა და კათოლიკური სამრევლოების მიერ გამოყენებული სამლოცველო ახალქალაქში. მათ შორის დაამსხვრიეს ხატები და დააზიანეს ფრესკები. „მედიის განვითარების ფონდმა“ აღრიცხა, ეროვნულ მაუწყებლებში რელიგიური შეუწყნარებლობის შემცველი 55 კომენტარი. შედარებისთვის 2018 წელს ასეთი კომენტარების რიცხვი 148 იყო“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში მოცემულია საქართველოს მოსახლეობის რელიგიური დემოგრაფია. დოკუმენტის მიხედვით, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეთა 83,4 % საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს წარმოადგენს, 10,7 % მუსლიმია, ხოლო 2,9 % სომხეთის აპოსტოლური ეკლესიას მიეკუთვნება. დარჩენილი 3 % წარმოადგენს კათოლიკეს, იეზიდებს, ბერძენ მართლმადიდებლებს, ებრაელებს და „არატრადიციული“ რელიგიური ჯგუფების წევრების მზარდ რიცხვს, ისეთების როგორიც არიან ბაპტისტები, იეჰოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგაოდებას და ასევე ადამიანებს, რომლებიც არც ერთ აღმსარებლობას არ მიეკუთვნებიან.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში „ეთნიკური წარმომავლობა, აღმსარებლობა და მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილი ერთმანეთთან დაკავშირებულია.

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩოს ოფიციალური პირები აგრძელებენ რეგულარულ შეხვედრებს მთავრობის ოფიციალურ პირებთან, მათ შორსა რელიგიურ საქმეთა სახელწიფოს სააგენტოს, სახალხო დამცველის, პრემიერ მინისტრის მრჩეველთან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ასევე სხვადასხვა სამინისტროს ოფიციალურ პირებთან, რათა წააქეზონ დიალოგი და შემწყნარებლობა მთავრობასა და უმცირესობის რელიგიურ ჯგუფებს შორის.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას აპირებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ყველა მოქალაქემ, ტემპერატურის ან სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე, უნდა მიმართოს ექიმს, რათა კოვიდ-19-ზე PCR ტესტი ჩაუტარდეს