რუსულმა ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. დედაქალაქი დაბომბა

რუსულმა ავიაციამ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. დედაქალაქი, სირიის ქალაქი რაყა დაბომბა. აქტივისტების ცნობით, შედეგად ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩა, რადგან ავიაციამ წყლის სატუმბი სადგურები გაანადგურა.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, რაყას დამბობვას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 70 დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ავიაციამ რაყას გარშემო მდებარე ობიექტები დღეს დილით დაბომბა, სამიზნეეებს შორის დასახელებულია დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საველე ბანაკი, იარაღის საწყობი.

banner
წინა სტატიაშიელექტრომომარაგება 12 აგვისტოს დროებით შეიზღუდება
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს