რუსულ კანონთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ – კობიაშვილი ნაკრების ფეხბურთელებზე

“ქართული ოცნების” წევრი, ლევან კობიაშვილი, ამბობს, რომ ფეხბურთელები ერთი-მეორეს მიყოლებით განცხადებებს რუსული კანონის წინააღმდეგ არ აკეთებენ.

“ტყუილია რასაც საუბრობთ, რუსულ კანონთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ, საუბრობენ [ნაკრების ფეხბურთელები] იმაზე, რაც დიდი ხანია დაადასტურეს, როგორც ღირსეულად, დამსახურებულად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ასე ღირსეულად, დამსახურებულად, გავალთ.

ბიჭებს ჩემი პასუხის გაცემა არ სჭირდებათ, ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვიძახით ჩვენ ყოველთვის, რომ ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, არის ევროპაში, ეს დაადასტურეს ამ ბიჭებმა თავისი ღირსებით, როდესაც ღირსეულად და დამსახურებულად გავიდნენ”.- ამბობს კობიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიუნდა გაემიჯნო ამ ნაძირლებს – ყაველაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას
შემდეგი სტატიაბათუმში 19:00 საათზე აქცია დაანონსდა