რუსულ ენაზე დაწერილი დღის წესრიგის ავტორი არის კობახიძე -შარიქაშვილი

ჩვენ გავრილოვს ამ ქვეყანაში და არც ამ პარლამენტში არ შემოვუშვებთ. ისევე როგორც ამ პარლამენტში პარლამენტის სხდომას აღარასოდეს გაუძღვება მოღალატე ირაკლი კიობახიძე, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

„რუსულ ენაზე დაწერილი დღის წესრიგის ავტორი არის კობახიძე და ის ვიღაც ვიგინდარა ქუცნაშვილი, რომელიც რაღაც აბსურდებს ლაპარაკობს. საერთოდ როგორ დადიან საქართველოს პარლამენტში, რა უნდათ ამათ საქართველოს პარლამენტში. ამ პროტესტის ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ უნდა იდგეს, რომელმაც ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჩვენი თანამემამულეები შესწირა. აქ უნდა იყო საზოგადოება. იმიტომ, რომ დღეს როგორც აღმოჩნდა, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა არის ერთი და იგივე.

ერთი ტანკებით შემოუძღვა რუსეთს, მეორემ უმტკივნეულოდ პირდაპირ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმო. ეს ორი ძალა ჩემთვის არის ერთი და იგივე.

კობახიძე დღეს არის ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვის გავრილოვი. აქედან გამომდინარე როგორც გავრილოვი გააგდო ხალხმა აქედან,ისე გავაგდებთ აქედან ირაკლი კობახიძეს. მე ვიყავი 2016 წელს ქართული ოცნების მხარდამჭერი , ისევე როგორც ათასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი იმას, რომ ირაკლი კობახიძე ამ სკამზე მჯდარიყო. კაცმა თავისი ნებით ეს სკამი დაუთმო გავრილოვს. და თუ დაუთმო გავრილოვს როგორც ავირჩიეთ, ისე გავაგდებთ აქედან“ -, განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირაულ ქირია: ამდენი სიყალბე, ვითომ პატრიოტიზმს ამოფარებული ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, არ გრცხვენიათ???
შემდეგი სტატიასასესიო დარბაზში ევროკავშირის დროშა გამოფინეს – პარლამენტში კობახიძის გადადგომის მოთხოვნით უწყვეტი პროტესტი დაიწყო