რუსთაველის გამზირზე სამკილომეტრიანი საავტობუსე ზოლი დაიხაზა

რუსთაველის გამზირზე საავტობუსე ზოლი დაიხაზ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილებისმიზნით, რუსთაველის გამზირზე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალურიზოლი დაიხაზა. ე.წ. ბასლეინის სიგრძე სამ კილომეტრს შეადგენს.

მიმდინარე წელს დედაქალაქში 20 კილომეტრის სიგრძის ავტობუსის ზოლიშეიქმნა. ამავე წელს ასევე, დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლის 60კილომეტრამდე გაზრდა, რაც მთლიანი სატრანსპორტო დერეფნის დაახლოებით,ნახევარს შეადგენს.

ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილი ზოლები უკვედახაზულია ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას, პუშკინის, ბარათაშვილის,ალექსიძის, ვეკუას, ხიზანიშვილის, იონა ვაკელის, ჩოლოყაშვილის, კალანდაძის,კანდელაკის, შარტავასა და ვახტანგ გორგასალისა ქუჩებზე. ასევე, ჭავჭავაძის,პეკინის, აღმაშენებლის, რობაქიძის (ნაწილობრივ) გამზირებზე და ბარათაშვილისაღმართზე.

სამომავლოდ, ავტობუსის ზოლები განთავსდება შემდეგ მისამართებზე:პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის, თამარაშვილის, აფხაზის, ჰოლბრუკის,ხმელინცკის, ჯავახეთის, ჩაჩავას, დადიანის, წინამძღვრიშვილის, გაგარინის,ერისთავის, ბელიაშვილის, ბალანჩინის, მირიან მეფის, პეტრიწისა და არჩილმეფის ქუჩებზე; ბერი გაბრიელ სალოსის, ქეთევან დედოფლის, ვაჟა-ფშაველას,მოსკოვის, თამარ მეფის, წერეთლის, გელოვანის, რობაქიძის (სრულად),ფარნავაზ მეფისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე.

აღნიშნული გეგმა დამუშავების პროცესშია და შესაძლოა, მასში გარკვეულიცვლილებები განხორციელდეს.

banner
წინა სტატიაშიისრაელის არმიის მხრიდან ავიადარტყმების დროს ორი ქალი და რვა ბავშვი დაიღუპა
შემდეგი სტატიანიკა მელია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა