რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ერთიანობას – ბუჩას მსგავსი ისტორიები საქართველოსაც ახსოვს 90-იან წლებსა და 2008 წლის ომში, ჩვენი ქალაქებიც დაიბომბა – პაპუაშვილი

მთელმა მსოფლიომ იცის ამ სისასტიკის შესახებ, რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში, რადაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან უკრაინის რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან ერთად ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ ჩამოვედით უკრაინაში, რათა ვაჩვენოთ ჩვენ მეგობრებს ჩვენი მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი, სხვაგვარად არ შეგვეძლო, რადგან ჩვენი ხალხი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის, ჩვენ კულტურა, მეგობრობა და ისტორია გვაერთიანებს. ჩვენ ჩამოვედით კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი მწუხარება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაზარალდნენ. სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმ სურათის, რომელიც ვიხილეთ ბუჩაში, ირპენში, ბოროდიანკაში, კრამატორსკიში, მთელმა მსოფლიომ იცის ამ სისასტიკის შესახებ, რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, პატივი სცეს უკრაინელებს არჩევანს. ბუჩას მსგავსი ისტორიები საქართველოსაც ახსოვს 90-იან წლების ომსა და 2008 წლის ომში, ჩვენი ქალაქებიც დაიბომბა, ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის“, – განაცხდა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიწვევთ საქართველოს, რომ მსოფლიოს მიერ, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შემოუერთდეს – სტეფანჩუკი
შემდეგი სტატიახერსონიდან 58 ბავშვის ევაკუაცია ვერ ხერხდება – მცირეწლოვნები თითქმის ერთი თვეა სარდაფში იმალებიან