რუსეთმა შესაძლოა, პოლონეთს ტაქტიკური ბირთვული იარაღით დაარტყას

„იმისათვის, რომ შეარყიოს ნატოს მზადყოფნა უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთმა შესაძლოა, პოლონეთს ტაქტიკური ბირთვული იარაღით დაარტყას“, – ამის შესახებ ევროპაში მოკავშირეთა ძალების ყოფილმა სარდალმა გენერალმა უესლი კლარკმა განაცხადა.

„თუ პუტინს ნამდვილად სურს ნატოს ინტერვენციის შეზღუდვა და მას სჯერა, რომ მას შეუძლია მისი გაყოფა, მაშინ შესაძლოა, გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. სად გამოიყენებს? ალბათ არა უკრაინაში, არამედ სამხედრო ბაზებსა და პოლონეთის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში“, – აღნიშნავს უესლი კლარკი.

ამერიკელი გენერლის თქმით, ბირთვული დარტყმა ნატოს უკან დახევას აიძულებს, რადგან ალიანსს არ სურს მესამე მსოფლიო ომის დაწყება.

კლარკმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის ფართომასშტაბიან გამოყენებაზე საუბარი შეიძლება „ნაადრევი იყოს, გარდა მარიუპოლისა“.

„ვფიქრობ, ქიმიური იარაღის გამოყენება უფრო შორსმჭვრეტელ საფრთხეს წარმოადგენს“, – აღნიშნა ყოფილმა გენერალმა.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში არ შეჩერდება, პუტინი მალე დაარტყამს ვარშავას, ჰელსინკს და ბუქარესტს.

ნატოს ქვეყნებმა განაცხადეს, რომ დაეხმარებიან უკრაინას თავდაცვის უფლების განხორციელებაში, მაგრამ უშუალოდ არ ჩაერევიან კონფლიქტში, რათა ნატოს რუსეთთან დაპირისპირების შედეგად არ მოხდეს ახალი მსოფლიო ომი.

ამავე მიზეზით, წამყვანმა დასავლურმა ქვეყნებმა უარი განაცხადეს უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნაზე, რომელმაც უნდა შეაჩეროს მშვიდობიანი მოსახლეობის და უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელი უბნების ბარბაროსული დაბომბვა.

banner
წინა სტატიაშითიბისის ციფრული ბანკის ფუნქციონალები, რომლებიც  ყოველდღიურობას გვიმარტივებს
შემდეგი სტატიალავროვი: ჩვენ გვაინტერესებს ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე, სადაც აშშ-ში სამხედრო პენტაგონი აქტიურად ქმნის სამხედრო ბიოლოგიურ ლაბორატორიას