რუსეთმა ოდესასა და მიკოლაევში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები მიიტანა

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესასა დამიკოლაევში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები მიიტანა.

“ევროპეისკაია პრავადას” ცნობით, არიან დაშავებულები. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაჭრილია ორი ადამიანი, დაზიანებულია ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა, ასევე საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე ავტომობილი.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე მიტანილი მორიგი იერიში დროს რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები გამოიყენა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოდესის ოლქში ჩამოაგდეს ორი რუსული „შაჰედის“ ტიპის დრონი, ხოლო ნიკოლაევში გააუვნებელყვეს 12 უპილოტო საფრენი აპარატი, ოდესაში კი უკრაინელმა სამხედროებმა ორი რუსული რაკეტის განადგურება შეძლეს. ერთი რაკეტა კი ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა. უკრაინის შეიარაღებულ ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ბოლო დღე-ღამეში რუსი სამხედროები გააქტიურდნენ ბახმუტის მიმართულებით. ბოლო 24 საათში მათ 29 შეტევა განახორციელეს

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება
შემდეგი სტატიაSOLO-ს მხარდაჭერით, 11-14 აპრილს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიმართება