„რუსეთმა ხურვალეთში განაახლა ბორდერიზაცია, ისევ გახლიჩა საქართველოს მოქალაქეების ეზოები“ – გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესი იყო. განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მიერ განახლებულ ბორდერიზაციაზე გამახვილდა:

„ევროპის საბჭოს წარმომადგენელთან შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საჭიროა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციამ ხურვალეთში განაახლა ბორდერიზაცია და ისევ რამდენიმე ათეული თუ ორასეული მეტრით გადმოსწია საზღვარი, ისევ გახლიჩა საქართველოს მოქალაქეების ეზოები, პირადი ქონება, ადამიანები ვერ მიდიან თავის სავარგულებთან და ა.შ. მეორე საკითხი, რომელიც ჩვენ ძალიან გვაღელვებს, ეს არის დავით კირკიტაძეს საკითხი, რომელიც, ფაქტობრივად, პოლიტპატიმარი და მძევალი არის ამ ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღოს ამაში უკიდურესად აქტიური მონაწილეობა, რომ საქართველოში, პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური აქტივობის გამო, ადამიანი ციხეში არ იყოს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

banner
წინა სტატიაშიშსს-ში დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრი თამაზ იორაშვილი დაკითხეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი განათლების სფეროში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს