რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკის რაიონის სოფელი სტანიცია ლუგანსკა დაბომბეს (video)

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკის რაიონის სოფელი სტანიცია ლუგანსკა დაბომბეს – ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ორი ადამიანი.

დაზიანებულია ასევე ინფრასტრუქტურა, დასახლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

გაერთიანებული ძალების სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში გადაიყვანეს.

https://youtu.be/uwI-cM4bAHQ

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ეს ქოლცენტრები ეკუთვნის დავით კეზერაშვილს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 6 პირი