“რუსეთის მხრიდან შემდგომი საფრთხე შეიძლება იყოს, ავტომაგისტრალი თბილისი- სენაკი”- პაატა დავითაია

 ” ჩვენ ვხედავთ ,რომ სეპარატისტული ძალები,რუსეთის  საოკუპაციო ძალებთან ერთად მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ. ეს ვითარება არის სახიფათო და არამგონია,რომ  გაჩერდეს.  მკვეთრი რეაგირება თუ არ გავაკეთეთ,  რუსეთის მხრიდან შემდგომი საფრთხე შეიძლება იყოს, ავტომაგისტრალი თბილისი- სენაკი.

ეს შეიძლება მოხდეს იმ ფონზე,როცა საუბარია ნატოს წვრთნების ჩატარებაზე. აქედან გამომდინარე განცხადებები მედვედევის მიანიშნებს,რომ ჩვენ ვართ სერიოზული საფრთხის ქვეშ,ჩვენ რუსეთი პროვოკაციებს მოგვიწყობს.

  ქართული სახელმწიფო უნდა იყოს მზად ამისთვის და ჩვენს ხელისუფლებას  მივმართავ ,რომ დაიწყოს მკვეთრი რეაგირება საერთაშორისო  დონეზე და ადგილობრივად მთელი პერიმეტრი გაამაგროს შეიარაღებული ძალებით, ყოველ წუთას შეიძლება ,რაღაც მოხდეს და თუ თვალდახუჭული შევხედავთ ამას,  უახლოეს ხანებში თბილისი-სენაკის კონტროლი შეიძლება დავკარგოთ.”-აცხადებს პაატა დავითაია

banner
წინა სტატიაშირას იკლავდი თავს იდიოტო ჩემო თავო? თუ ბოლოს მე მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ამ უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი – დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა შეხმატკბილება „ქართულ ოცნებასა“ და პრორუსულ პოლიტიკურ ჯგუფს შორის