გიორგი კანდელაკი – დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა შეხმატკბილება „ქართულ ოცნებასა“ და პრორუსულ პოლიტიკურ ჯგუფს შორის

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა შეხმატკბილება „ქართულ ოცნებასა“ და პრორუსულ პოლიტიკურ ჯგუფს შორის, რომელიც სინამდვილეში „ქართული ოცნების“ გაგრძელებაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას ლეგიტიმური კითხვა აქვს, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ყურადღების მოსაპყრობად საოკუპაციო რეჟიმთან და ბორდერიზაციასთან დაკავშირებით.

„იქნებ, საერთოდ არაფერს აკეთებენ. არ გამიგია, რომ პრემიერ-მინისტრს ზარი განეხორციელებინოს, წერილი მიეწეროს ცივილიზებული სამყაროს რომელიმე ლიდერისთვის, ვიზიტი განეხორციელებინოს. მთავრობის წევრმა პარლამენტს უნდა მოახსენოს, ამ საკითხზე რამეს თუ აკეთებენ. რაც შეეხება მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხს, ამ თემაზე სხდომის დახურვას მხარი დავუჭირეთ და თავად პროგრამას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მხარი დავუჭირეთ. კარგი პროგრამაა, რომელიც იმ მიდგომას აგრძელებს, რაც ჩვენ გვქონდა. საუბარი იყო არა პროგრამის განხორციელებაზე, არამედ იმაზე, რომ ციხელაშვილი რას ეტყოდა საზოგადოებას, მთავრობა დგამს თუ არა ნაბიჯებს მწვავე პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო ასპარეზზე. სხდომის დახურვის მიზეზი იყო ის, რომ როგორც ჩანს, მთავრობას ამ თემაზე სათქმელი არაფერი აქვს. ვერავინ ხსნის, მთავრობა ასე რატომ პასიურობს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს დახურულ რეჟიმში უსმენენ.

banner
წინა სტატიაში“რუსეთის მხრიდან შემდგომი საფრთხე შეიძლება იყოს, ავტომაგისტრალი თბილისი- სენაკი”- პაატა დავითაია
შემდეგი სტატია„აბრეშუმის გზის ბიზნესფორუმთან“ დაკავშირებით 21-23 ოქტომბერს თბილისში გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალება