რუსეთის დელეგაცია უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ადგილზე ოთხშაბათს საღამოს ჩავა

კრემლი გაზრდილი სანქციების პასუხისთვის მზად არის

კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ადგილზე ოთხშაბათს საღამოს ჩავა.

მისი თქმით, დელეგაციის ხელმძღვანელად კვლავ პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი რჩება. აქვე პესკოვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების თარიღთან დაკავშირებით არსებობს „ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გარკვეული ელემენტი“.

მანამდე, რუსული საინფორმაციო სააგენტოების წყაროებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათს მოლაპარაკებები ნაკლებსავარაუდოა, რადგან უკრაინულ მხარეს მონაწილეობა ჯერ არ დაუდასტურებია.

ამავდროულად, წყაროებმა აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების შეწყვეტაზე საუბარი არ ყოფილა და რომ ისინი შეიძლება კვირის ბოლომდე გაიმართოს.

banner
წინა სტატიაშიხარკოვში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპუტინის სიგიჟის გამო, ევროპა კიდევ ერთხელ არის ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე