რუსეთი სამხედრო პოტენციალს ზრდის

რუსეთი “შეიარაღებული მარათონის პირობებში სამხედრო შესაძლებლობების გასაზრდელად ” ზომებს მიიღებს – რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამშაბათს განაცხადა – რუსული “ტასი” წერს. შოიგუს თქმით, ეს დაკავშირებულია აშშ-ს გეგმასთან, რომელიც მოკლე და საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულებიდან გასვლას ეხება.
შეიარაღების გაზრდის აუცილებლობაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭიში 19-22 ნოემბერსაც ისაუბრა.

ახალი სახელმწიფო შეიარაღების პროგრამა ბიუჯეტს 2027 წლამდე 22 ტრილიონი რუბლი დაუჯდება. 2019 წელს ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცველების საქმიანობის ხარჯები ფედერალური ბიუჯეტის 30%-ს, ანუ 2 ,382 ტრილიონ რუბლს შეადგენს, ოდნავ გაზრდილი ბიუჯეტი იქნება 2020 (2, 456 ტრილიონი), 2021 წელს (2, 523 ტრილიონი რუბლი).
2019 წელს თავდაცვის ხარჯები 7-ჯერ მეტია, ვიდრე საპენსიო ფონდის მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – ნიკა რურუა ცხოვრების ყველა ეტაპზე იყო ძალიან საინტერესო ადამიანი
შემდეგი სტატიაქერჩის სრუტეში გემების მოძრაობა აღდგა