ქერჩის სრუტეში გემების მოძრაობა აღდგა

უკრაინამ განაცხადა, რომ ქერჩის სრუტეში გემების მოძრაობა აღდგა, რომელიც აზოვის და შავ ზღვას აკავშირებს – უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადიმირ ომელიანმა განაცხადა სამშაბათს. მისი თქმით, ეს “მკაცრი საერთაშორისო რეაქციის” შედეგი იყო. რუსეთი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ არასდროს დაუბლოკავს ქერჩის სრუტეში გემების გადაადგილება და რომ ნებისმიერი შეფერხება მხოლოდდამხოლოდ ცუდი ამინდის გამო მოხდა – “ამერიკის ხმა” წერს.

25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა მესაზღვრეებმა სამი გემი და 23 მეზღვაური დააკავეს რუსეთის ტერიტორიალურ წყლებში ყოფნისა და რუსეთის ფედერაციის საზღვრის დარღვევის ბრალდებით. უკრაინელ მესაზღვრეებს ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უკრაინაში, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშირუსეთი სამხედრო პოტენციალს ზრდის
შემდეგი სტატიანატო: “ჩვენ რუსეთს უკანასკნელ შანსს ვაძლევთ”