რუსეთი ისვრის ნგრევისთვის, უკრაინა კი – გადარჩენისთვის – იარაღს ვერ დავდებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავქრებით, როგორც სახელმწიფო, როგორც ერი – ზელენსკი

რუსეთი ისვრის ნგრევისთვის, უკრაინა კი გადარჩენისთვის. ომი რუსეთის ფედერაციის ეროვნული იდეაა. უკრაინის ეროვნული იდეა მშვიდობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც დღეს იაპონიის უნივერსიტეტის საზოგადოებას მიმართა.

„უკრაინაში ომია. ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო, აგრძელებს და არ უნდა, შეაჩეროს. უკრაინა იცავს საკუთარ მიწას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიას. უკრაინა იბრძვის მშვიდობისთვის. ეს XXI საუკუნის სასტიკი პარადოქსია და ჩვენთვის ეს რეალობაა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის მთავარი მიზანი მშვიდობაა, რომელიც მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და უკრაინის აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები დაიწყო.

„იარაღს ვერ დავდებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავქრებით, როგორც სახელმწიფო, როგორც ერი, უბრალოდ როგორც ხალხი. რუსეთმა აირჩია ომის გზა, უკრაინა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე იბრძვის. რუსეთი ისვრის ნგრევისთვის, უკრაინა კი გადარჩენისთვის. ომი რუსეთის ფედერაციის ეროვნული იდეაა. უკრაინის ეროვნული იდეა მშვიდობაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმასხარების ბოდვებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რეჟიმის მოშორებაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული – ბოკერია
შემდეგი სტატიასამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები არასამთავრობო სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს – პაპუაშვილი