მასხარების ბოდვებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რეჟიმის მოშორებაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული – ბოკერია

ბოდვებს ყურადღება არ მივაქციოთ, მით უმეტეს დეტალებს, თუ რას იტყვის ივანიშვილის მორიგი მასხარა. ეს ადამიანები არც ფაქტებს სცემენ პატივს, არც საკუთარ თავებს და არც საზოგადოებას , – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს.

მისი თქმით, უნდა ვფოკუსირდეთ მთავარ ამოცანაზე ამ ქვეყნის თავისუფლებასა და სამშვიდობოზე გასვლაზე.

„ივანიშვილი და ეს ხალხი ნიშნავს პუტინის ჭაობში ჩარჩენას და მათი მშვიდობიანი გზით მოშორება აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი მშვიდობიანი მისია შევასრულოთ. ამაზე უნდა ვიყოთ მხოლოდ ფოკუსირებულნი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება მოსახლეობის განწყობებსაც სწორად აფასებს და აქციის ორგანიზატორების მარგინალურ პოლიტიკურ გზავნილებსაც სწორ და ადეკვატურ პასუხს სცემს – ქადაგიშვილი
შემდეგი სტატიარუსეთი ისვრის ნგრევისთვის, უკრაინა კი – გადარჩენისთვის – იარაღს ვერ დავდებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავქრებით, როგორც სახელმწიფო, როგორც ერი – ზელენსკი