რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი რთულად მიმდინარეობს – რას წერს პოდოლიაკი

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკის ცნობით, რუსეთ უკრაინის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი დაიწყო, თუმცა რთულად მიმდინარეობს.

მისი თქმით, უთანხმოების მიზეზი რუსეთ-უკრაინის ძალიან განსხვავებული პოლიტიკური სისტემებია.

შეხვედრა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

“მხარეები აქტიურად აფიქსირებენ უკვე დაზუსტებულ პოზიციებს. კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ რთული. უთანხმოების მიზეზი ჩვენი ძალიან განსხვავებული პოლიტიკური სისტემებია. უკრაინა არის თავისუფალი დიალოგი საზოგადოებაში და სავალდებულო კონსენსუსი. რუსეთი არის საკუთარი საზოგადოების ულტიმატუმის ჩამხშობი” – წერს პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია: თუ უკრაინაში ბოროტება არ დამარცხდა, შემდეგი ადგილი, სადაც ის ეცდება თავის ტრიუმფს – ეს ჩვენი ქვეყანაა
შემდეგი სტატიაუგულავა პრეზიდენტის გამოსვლაზე: კარგი იქნებოდა “ოდნავ ზევით” მყოფი პრეზიდენტის ნაცვლად, გვეხილა თვითკრიტიკული ლიდერი, რომელიც ელემენტარულს ასხვავებს