რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებები-ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 30, 2016 12:35

რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებები-ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

saluqvadze1ბევრი მოსაზრებაა პუტინ-ერდოღანის მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით. ზოგი საუბრობს, რომ მოილაპარაკებენ და ჩვენ ცუდ დღეში აღვმოჩნდებით. არ ვიცი რას გულისხმობთ მოლაპარაკებებში, მაგრამ არც საქართველო, არც ყარსის ხელშეკრულება, არც ყირიმი უმაღლეს დონეზე განხილული ოფიციალურად არ იქნება. შესაძლოა, გაკვრით, არაფორმალური საუბრებისას. არც ერთს და არც მეორეს საქართველოს თემაზე საუბარი არ სურთ. განხილული იქნება სამი მთავარი საკითხი: ორმხრივი ურთიერთობები და ყარაბაღის საკითხი.

ორმხრივი უერთიერთობები ისე მარტივად არ განვითარდება, როგორც ბევრი ხატავს. რუსეთი ბოდიშთან ერთად ითხოვს მატერიალურ კომპენსაციას. განხილული იქნება ატომური სადგურის მშენებლობა, თურქეთის ნაკადის საკითხის განახლება, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა.

განხილული იქნება სავიზო რეჟიმის გაუქმება თურქეთის მოქალაქეებისთვის. სუ-24-ის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა სავიზო რეჟიმი დაუწესა თურქეთს. რუსეთის მოქალაქეებისთვის თურქეთში უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

ყარაბაღის საკითხში საგრძნობ პროგრესს არ ველოდები. სირიის საკითხში შესაძლოა ურთიერთქმედების კუთხით მეტ პროგრესს მიაღწიონ. რა თქმა უნდა განხილული იქნება რეგიონული პრობლემები, მათ შორის კავკასიის პრობლემატიკა.

საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთი არ თვლის, რომ ვინმეს უნდა მოელაპარაკოს.

რაც შეეხება თურქეთის საგარეო პრიორიტეტებს. ევროპასთან თანამშრომლობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება. ნატოს წევრობას და აშშ-სთან თანამშრომლობას, ამ თემებს საფრთხე არ ემუქრება. გიულენი გააქცია აშშ-მა და პრობლემაც მოიშორა

ჩვენ რა ვქნათ?

ჩვენ რუსეთის პროგრამაში გაისად ვიქნებით. პუტინის დღევანდელი ირი განკარგულება:

1. ყირიმის ოლქი გააუქმა და როგორც რესპუბლიკა სამხრეთ ფედერალურ ოლქში შეიყვანა.

2. კარასინს სამსახურის ვადა ერთი წლით გაუგრძელა. გუშინ გამოვაქვეყნე შოიგუს გამოსვლა კოლეგიაზე, რიმელშიც სამხრეთ სამხედრო ოლქის გაძლიერებაზე საუბრობს და ა. შ. უამრავი წვრილმანი ინდიკატორი არსებობს, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთის აქტიურობის ტენდენციები შენარჩუნდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ: ჯარს მივხედოთ, რომელიც 2008 წლის შემდეგ (მანამდელს აღარ ვეხები) არავის სჭირდება. გაჭრილად ხომ არ დავწერ ყველაფერს? დიპლომატიის მიმართულებით ვაკეთოთ, რასაც შევსძლებთ, გავაძლიეროთ სპეცსამსახურების საქმიანობა, განსაკუთრებით გარე ფაქტორების მიმართულებით, პარალელურად კი შეიარაღებულ ძალებს მივაქციოთ ყურადღება, განა არჩევნების შემდეგ, არც ხვალიდან, დღეიდანვე, რადგან იმდენი პრობლემაა, რომ ყოველი სამუშაო საათი არის ძვირფასი.

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე

wwww.timer.ge

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 30, 2016 12:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics