აგილერას კონცერტს მგლები ემუქრებიან – მონადირეებმა Black Sea Arena-სთან მტაცებლების ბუნაგი აღმოაჩინეს

პოპულარული ამერიკელი მომღერლის, მსოფლიო ვარსკვლავის, ქრისტინა აგილერას კონცერტს, რომელიც დღეს შეკვეთილის (შავიზღვისპირა კურორტი) Black Sea Arena-ზე უნდა გაიმართოს, მგლები ემუქრებიან – ადგილობრივმა მონადირეებმა, იმავე Black Sea Arena-სთან, რამდენიმე დღის წინ მტაცებლების ბუნაგი აღმოაჩინეს.

როგორც “გურიის მოამბეს” ადგილობრივმა მონადირემ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ოპერაციაში, განუცხადა, Black Sea Arena – დან 50 მეტრში, მგლების ბუნაგი აღმოაჩინეს, ორი მგელი ლიკვიდირებულია, 7 ბოკვერი კი მონადირეებმა ცოცხლად შეიპყრეს.

მონადირეები აღნიშნულ ტერიტორიაზე მგლებზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ლიცენზიის ფარგლებში მოქმედებენ.

აღნიშნულმა უწყებამ ნებართვა მხოლოდ 6 მგელის ლიკვიდაციაზე გასცა რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ბოლო პერიოდში Black Sea Arena-ს ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობა ამ მტაცებელის მხრიდან მასიურ თავდასხმებს განიცდის და საშუალოდ ყოველ მეორე მავცხოვრებელს მტაცებელმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ანუ შეუჭამა, ანაც დაუსახიჩრა.

ამერიკელი პოპ დივას კონცერტი Black Sea Arena-ზე დღეს უნდა გაიმართოს.

banner
წინა სტატიაშიერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლის უფროსი და გამცილებელი დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებები-ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?