რუსებმა კუპიანსკში მუზეუმი დაბომბეს – ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში, ქალაქ კუპიანსკში მუზეუმის შენობა დაბომბეს. დაშავებულია სულ მცირე 10 ადამიანი.

ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნანგრევებში სულ მცირე 2 ადამიანია მოყოლილი.

3 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, 7 მათგანს კი მინიმალური დაზიანებები აღენიშნებოდათ, მათ პირველადი სასწრაფო დახმარება ადგილზე გაეწიათ.

უწყების ცნობით, ხარკოვის რეგიონში განმეორებითი სარაკეტო თავდასხმის ალბათობა კვლავ მაღალია. ადგილობრივი ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალები და დარჩნენ თავშესაფარში.

banner
წინა სტატიაშიუცნაური ჩვევა აქვთ „ქოცებს“, კანონებს იღებენ, კარგიაო ამბობენ და მერე თავადვე არღვევენ – ხვიჩია
შემდეგი სტატიატერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს – გვაქვს უფლება და ვუპასუხებთ – ზელენსკი