რუსებმა გასულ 24 საათში ხერსონის ოლქის 20 დასახლება დაბომბეს

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, გასულ 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის 20 დასახლება დაბომბეს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 მოქალაქე.

დაზიანდა 50-ზე მეტი სახლი, ადმინისტრაციული შენობები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი.

პროკუდინის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დაარტყეს რეგიონის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელ უბნებს, კერძოდ, დაზიანდა 12 მაღალსართულიანი კორპუსი და 40 კერძო სახლი.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 20 მაღალი გამავლობის ავტომობილით განახლდა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – ფონდ „ჰერითიჯის“ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო პირველად ევროპის საუკეთესო ოცეულშია