რუსების მიერ გაშვებული 12 “შაჰიდიდან” 9 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 12 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 9 ჩამოაგდეს.

“[ოკუპანტებმა] სულ 12 “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. მათგან 9 გაანადგურა უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა სახანძრო ჯგუფებმა ხერსონის, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას ოლქებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

უწყება ასევე ამბობს, რომ ღამით მტერმა 4 S-300/S-400 ტიპის რაკეტებით დაარტყა დონეცკის ოლქს. მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – უკრაინას სჭირდება „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები ოკუპირებულ ყირიმში რუსული აეროდრომების დასაბომბად
შემდეგი სტატიაყაველაშვილი – ქომაგებს ვთხოვ, დორტმუნდში, სტადიონზე დავით ყიფიანის ბანერი გაშალონ