როტენი ოცნებაზე: პირდაპირ ვთქვათ – პრორუსული მთავრობა, რომელიც იმეორებს რუსეთის პროპაგანდას

“მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რა ხდება – პრორუსული მთავრობა, რომელიც იმეორებს რუსეთის პროპაგანდას, რათა დაიცვას რუსული კანონი. ქართველმა ხალხმა ეს რაუნდი მოიგო, მაგრამ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატობა სურს, მშვენიერია, ეს სურთ ქართველებსაც, ეს მსურს მეც, მაგრამ არ შეგეშალოთ პრემიერმინისტრო, თუ ყოფილ პრეზიდენტს მოკლავთ, არ იქნება ევროკავშირის კანდიდატობა, თუ მიიღებთ უცხოური აგენტის კანონს, არ იქნება კანდიდატობა, თუ გაანადგურებთ დემოკრატიას, არ იქნება კანდიდატობა. დემოკრატიის მხარდამჭერი დემონსტრანტები არ არიან ექსტრემისტები, სატანისტები ან ლიბერალ-ფაშისტები მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მიერ ძალაუფლების მიტაცებას ეწინააღმდეგებიან. არავის სურს, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. შეწყვიტეთ ეს პუტინისტური დემონიზაცია და მიაღწიეთ რეალურ პროგრესს 12 რეკომენდაციაზე”-განაცხადა ევროპარლამენტარმა თიის როიტენმა ევროპარლამენტში დებატებისას, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავდნენ.

banner
წინა სტატიაშიანდრიუს კუბილიუსი – უცხოელი აგენტის კანონის ინიციატივა იყო საქართველოს მთავრობის მიერ განზრახ მოწყობილი პროვოკაცია, არ უნდა ვიყოთ მიამიტები, ეს არ არის უკანასკნელი ანტიევროპული პროვოკაცია
შემდეგი სტატია15-16 მარტის ბრძოლები რუსეთ-საქართველოს ომში მხოლოდ ერთ წარმატებულ ეპიზოდად დარჩა