როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

იუმორისტ დავით როსტომაშვილის ახლობლების განცხადებით, როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბესო ბერულაშვილის განცხდებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ექიმები დაზარალებულის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ ოჯახი მედიისთვის ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგია. დაკავებულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი. ახლობლებს თავდასხმის მოტივზე საუბარი უჭირთ.

თბილისში, იუმორისტ დათო როსტომაშვილს თავს დაესხნენ. შემთხვევა ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე მოხდა.

დათო როსტომაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: მთელ ქვეყანას აქვს გადაფარებული ტომარა მეტიც ეს ტომარა გადაფარებული აქვს პარლამენტს და უმრავლესობას
შემდეგი სტატიალონდონში ალმოდებული შენობიდან გადმოგდებული ჩვილი დაიჭირეს