სერგო რატიანი: მთელ ქვეყანას აქვს გადაფარებული ტომარა მეტიც ეს ტომარა გადაფარებული აქვს პარლამენტს და უმრავლესობას

“თბილისის ცენტრში თავზე ტომარა გადააცვეს , გაიტაცეს და მეორე დღეს ის აღმოჩნდა სხვა ქვეყნის ციხეში . აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ამბავმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას და ახლა უკვე სრულიად ცხადი გახადა ქართული ოცნების ხელისუფლების სამარცხვინო საქმე და სამარცხვინო სახე და ეს სახე თანდათანობით ცხნობილი ხდება საერთაშორისო მაშტაბით”-განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა.

“სამწუხაროა ,რომ ამან ძალიან დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი . სანამ ეს საქმე არ არის გამოძიებული , მინდა გითხრათ ,რომ მთელ ქვეყანას აქვს გადაფარებული ტომარა მეტიც ეს ტომარა გადაფარებული აქვს პარლამენტს და უმრავლესობას აქვს გადაფარებუილი ეს ტომარა და საით მიგაქანებენ ეს თქვენ არცერთმა არ იცით . თეორიულადაც არ არის შესაძლებლობა , რომ გაამართლო რაიმე მიმართულებით „ ქართული ოცნების „ ხელისუფლება , რა უფრო უარესი არის თქვენთვის ის რომ სხვა ქვეყნის სპეც სამსახურებმა მოიტაცეს ადამიანი ეს ნიშნავს იმას , რომ არ არსებობს უსაფრთხოების სამსახური ჩამოშლილია შინაგან საქმეთა სამსახური ეს ნიშნავს ფაქტობრივად იმასაც , რომ რეალურად ქვეყნის იმიჯი არ არსებობს ,რომ შეუძლია ვიღაცას შემოვიდეს გავიდეს , რაც მაღალი ალბათობით ვიცით ჩვენ და ყველასთვის უფრო და უფრო ცხადი ხდება ეს არის რეალურად ის რომ ეს ადამიანი ქვეყნის სპეც სამსახურებმა გაიტაცეს და გადასცეს სხვა ქვეყნის სპეც სამსახურებს ეს კიდევ უფრო მძიმე არის . შემდეგ დღეებში რაც ხდებოდა ეს კიდევ უფრო შეურაძმყოფერია , როდესაც ვიცე პრემიერი ამბობდა , რომ არ არის ეს ჟურნალისტიო ეს არის საზოგადოების მორალური და ინტელექტუალური შეურაცყოფა და ამას აკეთებს განათლების მინისტრი და სრულია ამაზრზენი არის ის , რომ მეორე დღეს პრემიერმა გააკეთა განცხადება თითქოსდა თავშესაფარს აძლევდა ამ ადამიანებს ესეც არის შეურაცმყოფელი . ეს არის ხელისუფლების დანაშაული , რომელსაც არ შეარჩენს არც ქართული საზოგადოება და არც საერთაშორისო საზოგადოება ამიტომ მოგიწოდებთ ,რომ გააკეთოთ ყველაფერი იმისთვის , რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული” -აცხადებს რატიანი.

banner
წინა სტატიაშიაზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები წალენჯიხაში
შემდეგი სტატიაროსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია