რომში სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრის პარალელურად ექსპრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა ნაწილი აქციას მართავს

ქალაქ რომში, სასტუმროსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერ ემიგრანტებს ხვდება, ემიგრანტთა ნაწილი მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, ემიგრანტები, რომლებიც პროტესტის გამოსახატად მივიდნენ, შეხვედრაზე არ შეუშვეს, ამიტომ ისინი აქციას გარეთ მართავენ. შეხვედრაზე არშეშვების მიზეზად აქციის მონაწილეები ასახელებენ იმას, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით მათ განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, შეხვედრაზე ასევე არ შეუშვეს აკრედიტებული ჟურნალისტები და გადაღებისთვის მხოლოდ ოპერატორები დაუშვეს.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – უნდა გვახსოვდეს, ადამიანი თავად ირჩევს, სად დადგეს, მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს
შემდეგი სტატიარომში ლიეჟის მსგავსად, სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე, პროვოკაციის მოწყობა სცადეს