ილია მეორე – უნდა გვახსოვდეს, ადამიანი თავად ირჩევს, სად დადგეს, მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 3, 2019 13:53

ილია მეორე – უნდა გვახსოვდეს, ადამიანი თავად ირჩევს, სად დადგეს, მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს

მათეს სახარება მოგვითხრობს, როგორი იქნება მეორედ მოსვლა უფლისა იესო ქრისტესი. დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი ორად გაიყოფა, ნაწილი დადგება მარჯვნივ, ნაწილი მარცხნივ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი, მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ მე, მე მწყუროდა და თქვენ მასვით, მე ვიყავი საავადმყოფოში ან ციხეში და თქვენ მომინახულეთ მე. მარცხენა მხარეს ეტყვის, მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთ, მწყუროდა და თქვენ არ მასვით, ეს გვაფიქრებს ჩვენ იმის შესახებ, რა უნდა ვაკეთოთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თავად ირჩევს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. სახარებაში წერია, ჟამი ახლოს არს. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის, მთელი მსოფლიოს მარჯვნივ დგომა. მარჯვენა არის ღვთის სადიდებელი.

ღმერთმა ინებოს, რომ ეს მარხვა იყოს სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. სიხარული მოგანიჭოთ უფალმა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს საქართველოში“, – განაცხადა ილია მეორემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 3, 2019 13:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,641
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics